რეზონანსი
(08.11.2019)

  კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პირველი სეანსი დასრულდა. რამდენიმე კინოთეატრი მაყურებელმა წინააღმდეგობის გარეშე დატოვა, თუმცა „ამირანიდან" მოქალაქეები პოლიციას სპეციალური კორდონის საშუალებით გამოჰყავს.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, „ამირანიდან" გამოსვლისას მაყურებლების მისამართით კინოთეატრთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პიროტექნიკა ისროლეს. აღნიშნულს პოლიციის მხრიდან ერთი პირის დაკავება მოჰყვა, რაც თავის მხრივ აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს.

აღსანიშნავია, რომ შეხლა-შემოხლისას რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა.

ადგილზე ამ დრომდე ვითარება საკმაოდ დაძაბულია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ჩაწერა სახელი