რეზონანსი
(08.11.2019)

(რეზონანსი) კინოთეატრ „ამირანთან" სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა.

ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი და კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

ამ დროისთვის „ამირანთან" დაძაბული სიტუაციაა. რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექკნიკა ისროლეს.

ჩაწერა სახელი