რეზონანსი
(21.10.2019)

 ავჭალაში მცხოვრები ოჯახი, რომელიც 3 დღის წინ დაყაჩაღებას გადაურჩა, სპეცოპერაციის ღამის დეტალებს იხსენებს. როგორც ეკატერინე გელიაიძე ყვება, დამნაშავეები ოჯახს დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, აკვირდებოდნენ მათ ყოველდღიური გადაადგილების მარშრუტს და  ოჯახის შემოსავლებს იკვლევდნენ.

იმ ღამეს კი, როდესაც გელიაიძეების ბინა, დამნაშავეთა სქემის მიხედვით უნდა გაქურდულიყო, სახლში არასრულწლოვანი მარტო იმყოფებოდა. ოჯახის თქმით, ბრალდებულებმა ამის შესახებ იცოდნენ.

„სცოდნიათ, რომ მე ჩამოვედი კანადიდან და ეტყობა იფიქრეს, რომ თანხა ჩამოვიტანე. გადარჩენილები ვართ ღვთის წყალობით“ - განუცხადა "კურიერს“ ეკატერინე გელიაიძე.

სპეცოპერაციაც ღამის საათებში სწორედ ავჭალის ხიდზე ჩატარდა. მაშინ, როდესაც დანაშაულებრივი ჯგუფი გილიაშვილების ოჯახზე თავდასხმას გეგმავდა, პოლიციელებმა გზა გადაკეტეს და ხუთივე პირი დანაშაულის ჩადენამდე აიყვანეს.

ჩაწერა სახელი