რეზონანსი
(21.10.2019)

 (რეზონანსი) ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ვებგვერდზე ატოცში უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდა.

ინფორმაციაში დე ფაქტო ცხინვალი უკანონო ბორდერიზაციას "სახელმწიფო საზღვრის მოწყობის" პროცესად მოიხსენიებს და წუხილს გამოთქვამს, რომ ქართული მხარე ამ პროცესში ჩაბმაზე ისევ უარს ამბობს.

დე ფაქტო ცხინვალის КГБ-ს გულისწყრომა ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრებისა და მისი ლიდერის დავით ქაცარავას აქტივობამაც გამოიწვია:

"19 ოტქომბერს ე.წ. ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ, მისთვის დამახასიათებელი თეატრალური მანერით სცადა, ხელი შეეშალა საზღვრის მოწყობის პროცესისთვის, ამასთან, პოლიცია და საქართველოს ხელისუფლება კოლაბორაციონალიზმსა და კრემლის გეგმებისთვის ხელისშეწყობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც პოლიციამ ძალის გამოყენებით მოახდინა მისი იზოლაცია და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა.

ნიუპოსტი

 

ჩაწერა სახელი
აუჰ!! (21.10.2019)
ყოჩაღ პოლიცია!!მაგ მართლა ქაცარა და ცანცარა,მიშას აწონებს თავ სდა ამ სადისტ ნაციონალებს თუ კაი ფულიაქ აღებული აბა ახლა მაგის პატრიოტიმს არავინ დაიჯერებს და მისი ცანცარით შეიძლება უფრო ცუდ საქმეს აკეთებს მერე გაიქცევიან ესენი და მტერს ჩვენ შევრჩებით ხელში როგორც ყოველთვის!!