რეზონანსი
(21.10.2019)

 მესტიაში, სოფელ ცხუმარში ძმის მიერ მოკლული ძმა 35 წლის ლაშა არღვლიანია. გარდაცვლილი ადგილობრივ სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა.

შემთხვევის დროს ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. რის შედეგადაც შელაპარაკება მოუვიდათ და ძმამ ცივი იარაღით დაჭრა. ბრალდებული დაკავებულია. 

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩაწერა სახელი