რეზონანსი
(10.10.2019)

 სამძებრო სამუშაოები დღეს ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებულ შენობა-ნაგებობასთან ახლოს მიმდინარეობდა. სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დანას, რომლითაც მუმლაძეს 30-მდე ჭრილობა მიაყენეს, მტკვრის სანაპიროზე და მდინარის კალაპოტში ეძებდნენ. "ინფო რუსთავის" ცნობით, ცივ იარაღს ჯერ ვერ მიაკვლიეს და შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ხვალაც გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, დავით მუმლაძე იგივე ზურა დადეშელი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. მას ოჯახი 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ეძებდა. მუმლაძეს სხეულზე 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა, რომელიც მას ცივი იარაღით მიაყენეს.

ჩაწერა სახელი