რეზონანსი
(10.10.2019)

 ტრაგედიით დასრულდა ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, სადაც ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 15 წლის გოგო დაიღუპა, დაშავებული 2 წლის ბავშვი და მისი მამა კი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მსუბუქად დაშავად მეორე ავტომობილის მძღოლი.

ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას და სამაშველო სამსახურს გოგონა გარდაცვლილი დახვდათ. ამ დროისთვის დაშავებული მამა-შვილის მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით.

ნიუპოსტი

ჩაწერა სახელი