რეზონანსი
(12.09.2019)

 სხვადასხვა დროს "რუსთავი 2"-დან გაურკვეველი მიზეზებით წასული მსახიობები „კომედი ჯგუფს“ უერთდებიან. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული მსახიობები ეკა აბშილავა და სიკო ჭუმბურიძე, რომელიც „კომედი შოუს“ ერთ-ერთი ძველი სახეები არიან, "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდნენ. ისინი განახლებულ „კომედი შოუში“ გამოჩნდებიან. ამის შესახებ მიშა ანდღულაძემ განაცხადა. აბშილავა და ჭუმბურიძე კომედი ჯგუფის სამუშაო თათბირს უკვე ესწრებოდნენ.

კომედი შოუში დაბრუნებული იუმორისტი სიკო ჭუმბურიძე ამბობს, რომ ენერგიულად და შემართებით დაუბრუნდნენ საქმეს. მისი თქმით, აქცენტს ახალი პერსონაჟების შექმნაზე გააკეთებენ.

"კომედი შოუს" გუნდი განმარტავს, რომ ახალ სეზონს, სავარაუდოდ, 21 სექტემბრისთვის დაუბრუნდებიან.

ჩაწერა სახელი
tatoo (12.09.2019)
წარმატებებიი