რეზონანსი
(11.09.2019)

  ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეში ორსართულიანი სახლი იწვის. როგორც „ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

ჩხოროწყუს მერის, დავით გოგუას ინფორმაციით, სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა. მისივე თქმით, ცეცხლი თავდაპირველად დამხმარე ნაგებობას გაუჩნდა, რის შემდეგად სახლს მოეკიდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ჩაწერა სახელი