რეზონანსი
(11.09.2019)

  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღიდან სწავლა 16 სექტემბერს ოც ბაღში არ დაიწყება, აქედან 2 ქალაქის ტერიტორიაზე, 18 კი სოფლად მდებარეობს.

„მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, აქ სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო",- განუცხადეს „პრაიმტაიმს" სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში.

მათივე თქმით, ზოგიერთ ბაღში მასშტაბური სამუშაოები სავალალო მდგომარეობის გამო ჩატარდა. ბევრგან კი კოსმეტიკური რემონტი.

ბაღებში წლის ბოლომდე კვების საკითხი მოგვარებულია და ამ მხრივ, როგორც განმარტავენ, პრობლემები არ შეიქმნება.

ბაღების მსგავსად, სწავლა ზუგდიდის საჯარო სკოლებში 16 სექტემბერს დაიწყება. ზუგდიდში მესამე საჯარო სკოლაში კი ვერ მოესწრო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის გამოც ამ სკოლის მოსწავლეები ორ საჯარო სკოლაში გადანაწილდებიან.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ჩაწერა სახელი