რეზონანსი
(11.09.2019)

  აზერბაიჯანული მედიის ცნობით ბაქოში იასამალის რაიონში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს მოქალაქემ თანამძრახველთან ერთად 9 სექტემბერს გამთენიისას 1986 წელს დაბადებული ფარიდ ჯაფაროვი სცემეს და გასტაცეს 700 დოლარი და სამსუნგის ტელეფონი.

პოლიციამ მალევე დააკავა 1988 წელს აზერბაიჯანის მოქალაქე მ.ტ და საქართველოს მოქალაქე, რომელსაც წარსულში ბრალი ნარკოტიკების შენახვაში და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედებოდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ჩაწერა სახელი