რეზონანსი
(14.08.2019)

 

ამ ეტაპზე პრობლემის დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, ტელევიზია კი, სრულფასოვნად ეთერში ჯერ ვერ ბრუნდება,- ამის შესახებ „ტვ პირველის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა აბურჯანიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც დიაგნოსტიკა დასრულდება, ის მასალები, რომელიც საგამოძიებო უწყებას დასჭირდება, გადაეცემა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლავ დიაგნოსტიკა, რადგან ამ მასალის მოცულობიდან გამომდინარე ეს პროცესი, მინიმუმ, 2 დღეს წაიღებს. ძალიან ფრთხილად მიმდინარეობს ეს პროცესი და ალბათ, ხვალ საღამოს დასრულდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამ ეტაპზე და შსს-ს მიაწვდიან ყველა ინფორმაციას, რასაც მოითხოვენ. ამ კიბერშეტევამ მთლიან სისტემაზე იმოქმედა, ამიტომ ვცდილობთ ლოკალურ დონეზე დავიწყოთ გარკვეული კომპიუტერების, სისტემის აღდგენა. აქედან გამომდინარე ვართ სარეზერვო რეჟიმში, თუმცა სრულფასოვნად ჯერ ეთერში ვერ ვბრუნდებით",- განაცხადა ნანა აბურჯანიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათზე კიბერშეტევა გუშინ განხორციელდა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

ჩაწერა სახელი