რეზონანსი
(14.08.2019)

  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ ერთ კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრებისას ხმაური იყო.

ერთმანეთს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე და მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი დაუპირისპირდნენ.

დოლიძემ ერთ ერთ საკითხზე მსჯელობისას მეთოფიშვილს „შარიკოვშინა" უწოდა, საპასუხოდ კი მეთოფიშვილმა - უზრდელი

„უზრდელი, თავხედი და უვიცი ხარ" - მიმართა მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს.

„რამდენჯერ უნდა გაიმეოროთ? სასწრაფო ხომ არ გამოგიძახოთ, ბატონო სერგო, წინასწარ?" - უპასუხა ანა დოლიძემ.

მომხდარს ხმაური მოჰყვა, რის შედეგადაც მცირე შესვენება გამოცხადდა.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ჩაწერა სახელი