რეზონანსი
(14.08.2019)

 შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას - ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.  მისი თქმით, “რუსთავი 2”-ს ბიუჯეტის ვალი აქვს. რის გამო, ის გეგმავს მოლაპარაკებებს სახელმწიფოსთან

“აუცილებელია გამოინახოს საერთო ენა სახელმწიფო ორგანოსთან, ამ შემთხვევაში შემოსავლების სამსახურთან. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 27 მილიონი არის ბიუჯეტის დავალიანება. შეუძლებელია ფაქტიურად ფუნქციონირება გააგრძელოს კომპანიამ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაიწყებს ამ ვალების მიმართ თავის მოთხოვნის აღსრულებას და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს საუბარი უნდა შედგეს. არც ისე დიდი დროა გასული, რაც მოვედი კომპანიაში. ბევრი სხვა პირველი რიგის ამოცანა იყო გადასაწყვეტი რაც შეეხება ხელფასები, საწვავის ხარჯი და ა.შ.“ -განაცხადა სალიამ.

ჩაწერა სახელი
Дарья (19.08.2019)
Аравин араперс итховс ткве уцигнуребо. Архис дахурва ро ундат вер хвдебит?маграм амдени твини садаа. Картопилзе да хахвзеа гакидули

*** (14.08.2019)
რატომ აიყვანეს 27 მილიონამდე, თავის დროზე რატომ არ მოთხოვეს, თუ მაშინ გვარამია იყო და შეიძლებოდა? ახლა მოუნდათ ყველას ვალის დაბრუნება? კაპიკი არ უნდა გადაუხადოთ არცერთს, არც სახელმწიფოს და არც კომპანიებს, რადგან თურმე შეიძლება დავალიანების პირობებში მუშაობა.

???? (14.08.2019)
საინტერესოა სახელმწიფო აქამდე რატომ არ თხოვდა ვალის დაფარვას, საიდან უხდიდა კომპანია თანამშრომლებს ძალიან მაღალ ხელფასებს, ვინ აფარებს ხელს და "აბლატავებს" გვარამიას, აქეთ რომ გვაგინებს კიდეც.