რეზონანსი
(14.08.2019)

11 აგ­ვის­ტოს, 50 წლის ასაკ­ში ჯგუფ "ში­ნ"-ის ვო­კა­ლის­ტი და პერ­კუ­სი­ო­ნის­ტი მა­მუ­კა ღა­ღა­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ნი­ჭი­ე­რი მუ­სი­კო­სის მო­უ­ლოდ­ნელ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ბევ­რს დას­წყვი­ტა გული. კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი ახლახან გარდაცვლილ მეგობარს იხსენებს:

"არ მახ­სოვს, რო­დის გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით… ბავ­შვო­ბი­დან რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და – მე­სა­მე კლას­ში იყო, დედა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა… მე და დედა მას­თან რომ მივ­დი­ო­დით ხოლ­მე, რამ­დენ­ჯერ მი­ნა­ხავს, თა­ვის უმ­ცროს დას რო­გორ უკე­თებ­და წვნი­ან კერ­ძებს…

ბავ­შვო­ბი­დან­ვე იცო­და, რას ნიშ­ნავ­და ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი… ისე­თი დახ­ვე­წი­ლი და რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა, რო­გო­რიც მა­მუ­კა იყო, ძნე­ლია მო­ი­ძებ­ნოს.

მას­ზე ყურ­მოკ­ვრით გა­ვი­გე: ხალი მო­იწ­ვაო, ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ აწუ­ხებ­და-მეთ­ქი... მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ თა­ვის გა­სა­ჭირს ბოლო წუ­თამ­დე მა­ლავ­და იმი­ტომ, რომ ერ­თა­დერთ დას, რო­მელ­ზეც მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და, არ გა­ენ­დო და არ ანერ­ვი­უ­ლა... ამი­ტომ არც ჩვენ, ვინც მის დას ვიც­ნობთ, არა­ვის გვიმ­ხელ­და. რო­დე­საც უკვე ძა­ლი­ან ცუ­დად იყო და ლა­პა­რა­კის უნა­რი და­კარ­გა, მა­შინ გა­ვი­გეთ ყვე­ლა­ფე­რი...

მისი ცუ­დად ყოფ­ნის ამ­ბა­ვი 10 დღის წინ გა­ვი­გე..." - განუცხადა კომპოზიტორმა "ამბები.ჯი"-ს.

ჩაწერა სახელი