რეზონანსი
(14.08.2019)

ნათია დეკანაძე, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, დედა გახდა. პატარა ანდრია იტალიაში დაიბადა. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი 9 წლის ასაკში დაუსვეს. 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ ის განიკურნა, თუმცა წლების შემდეგ მას სხვა ტიპის ონკოლოგიური დაავადება აღმოაჩნდა. ფონდი დედა-შვილის ჯანმრთელობისთვის ერთად იბრძოდა. ამჟამად ბერი ანდრიას ფონდი მის გადასარჩენად ბრძოლას აგრძელებს.

„იტალიაში დაიბადა პატარა ანდრია ფუტკარაძე. თქვენი თანადგომით, პირველი ეტაპი ორი სიცოცხლის გადასარჩენად წარმატებით დასრულდა. ნათიას ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა. ახალშობილი თავს კარგად გრძნობს

ჩვენ, თქვენთან ერთად, ვაგრძელებთ ბრძოლას ნათიას გადასარჩენად“ - წერია ბერი ანდრიას ფონდის განცხადებაში.

ჩაწერა სახელი
lekso kutaisi (14.08.2019)
janmrtelad gamkopos gmertma hen patara gohtan ertad