რეზონანსი
(12.07.2019)

 რუსთაველის გამზირზე და პეკინის ქუჩაზე თვითგორიები (самокат) გამოჩნდა, რომელთა ქირაობაც მხოლოდ რუსული რუბლით შეიძლება. თვითგორიას დასაქირავებლად საჭიროა აპლიკაციის გადმოწერა, მენიუს გახსნა, რომელიც მხოლოდ რუსულადაა ხელმისაწვდომი, რეგისტრაციისთვის პირადი მონაცემების გამოყენებაზე თანხმობა და რუბლში ანგარიშსწორება.

თბილისელებმა, რუსულენოვანი აპლიკაციისა და რუბლით გადახდის სისტემის გამო უკმაყოფილება სოციალურ ქსელებში გამოხატეს.

To Go რუსული კომპანიაა, რომელმაც მოწყობილობაზე GPS სისტემა დააყენა და გაქირავებული ტრანსპორტის გადაადგილების კონტროლიც მისი მეშვეობით მოხდება.

(ალია)

ჩაწერა სახელი