რეზონანსი
(11.07.2019)

 (რეზონანსი) ანო ემხვარი ფეისბუქში წერს გორელ ემიგრანტზე, ინგა ბერიანიძეზე, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, ბევრ გაჭირვებულს გაუწოდა ხელი, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„ვიცი, რაც უნდა დავწერო, ვეღარაფერს შევცვლი, მაგრამ მე მაინც მინდა გიამბოთ ამ ქალბატონის შესახებ. ინგა ბერიანიძე, ქალბატონი, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავიცანი.ერთ-ერთი ჩემი ბენეფიციარისთვის თანხის გადმორიცხვა უნდოდა გერმანიიდან, თან ბოდიშებს მიხდიდა, მცირედია და მაპატიეო.

მას შემდეგ იშვიათად ყოფილა ბენეფიციარი, რომ მას თავისი "მცირედი" სიკეთე არ გაეკეთებინოს.ინგა, ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყანაში 1 წლის განმავლობაში უმძიმეს დაავადებას ებრძოდა, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

ადამიანი, რომელიც თავის მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოში უსახსრდ დარჩენილ ბავშვებს ეხმარებოდა. ადამიანი, რომელიც გერმანელ ემიგრანტებს ედგა გვერდით, ამხნევებდა, საკუთარ სახლში იფარებდა და აპურებდა.

ადამიანი, რომელიც იბრძოდა თავისი და სხვისი სიცოცხლისთვის. ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ მისმა სიკეთემ გადაარჩინა ელენე, თორნიკე, გიორგი, ნარი. მინდა, ყველა იცნობდეთ ამ მადლიან გორელ ქალბატონს,რომლის სიკეთეც და ზრუნვაც მე არასდროს დამავიწყდება. ვიზიარებ მისი ოჯახის უდიდეს ტკივილს!", - წერს ანო ემხვარი.

დატოვე კომენტარიკომენტარი(14)
ჩაწერა სახელი
ლუიზა (16.07.2019)
გენაცვალე ჩემო სიცოცხლეზე თვალ დარჩენილო,ჩემო გაწამებულო დაიკო😭😭შენ იმდენ სიკეთეს აკეთებდი მჯერავს იმ ქვეყნად წინ დაგხვდება ეს ყველაფერი.საუკუნო სასუფეველი შენს ლამაზ სულს😢😢

დათო (12.07.2019)
ინგა ჩვენი გულის ტკივილი ხარ, მისი საქციელი არა მარტო სამაგალითო გმირობაც იყო, ის მთელი ერთ წელ ნახევარი გულში იკლავდა მის ტკივილსადა გაჯირებას, მის მძიმე მდგომარეობას, როცაკი ველაპარაკებოდი ინტერნეტით მუდამ გვამშვიდებდა უკეთ ვარო, არადა ამ დროს მისი მდგომარეობა მძიმდებოდა, ამით ცდილობდა მისი ოჯახისთვის ტანჯვა აერიდებინა, ეჰ, კიდევ რამდენი რამის თქმა მინდა და ვერ ვამბობყველაფერს, ჩემთვის მაგალითის და გმირობის ეტალონი ხარ ძალო, ვისაც კი ერთხელ მაინც უნახიხარ, არავის არასდროს დავიწყდებოდა შენი სითბო და პატივისცემა, საუცხო ხაჭაპურებს აცხობდა, ეჰ, გული გვტკივა ძალო უშენოდ თითქოს და სილამაზე დაკარგა შენს სახლში ყველაფერმა,

მედეა (12.07.2019)
ხურვალეთის მოხუცებულთა თავშესაფრისთვისაც შეაგროვა ემიგრანტებში თანხა, ჩასაცმელი და სურსათი უყიდა და აუტანა, გაახარა მოხუცები საახალწლოდ.. უფალმა შეუწიროს და სასუფეველი მისცეს იმქვეყნად..მართლაც, დიდებული სულის და გულის გოგო იყო და ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებს ჩვენი ინგა

მაკა (12.07.2019)
კიდევ მრავალჯერ დავწერ იმას რომ ბედნიერია ადამიანი რომელიც სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს.ვგულისხმობ ღირსეულ და სახელოვან ადამიანად ცხოვრებას.თორემ ინგას სული,რომ მარადისობაში სამოთხეში გააგრძელებს არსებობას ამაში მისი 39 წლიანი არსებობაც მეტყველებს.ვამაყობ რომ ჩემი უახლოესი და უერთგულესი მეგობარი ხარ.

ნანა (12.07.2019)
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული

მაია (12.07.2019)
ინგა ნათელი და ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა. ვუსამძიმრებ ოჯახს დიდ ტკივილს.

maia (12.07.2019)
upalma nateli daumkvidros,ra samwaxuroa aseti adamianebi dzalian cotaa da dzalian dzalian didxans unda cocxlibdenen😔

ია (12.07.2019)
უფალმა ნათელი დაუმკვიდროს!

სსს (11.07.2019)
არ შემხცედრია ცზოვრებაში მისნაირი სუფთა სულის ადამიანი, სული მტკივა ინგააზე რომ ვფიქრობ....

ქეთინო (11.07.2019)
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას,ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული

Lali mesxi (11.07.2019)
Ufalma natelshi gamkofos namdvilad ketilo adamiano.santelsakmeveli ar moklebodes shen suls.

მარიკა ბერიანიძე (11.07.2019)
ძალიან მეტკინა გული,ღმერთმა ნათელში გამყოფოს კეთილო ადამიანო,არასდროს დაგივიწყებთ!

ანა. (11.07.2019)
იდახიან ღმერთსაც იქ კარგები უნდაო. ალბათ მართალია. ღმერთო ნათელში ამყობე მისი სული.

lekso kutaisi (11.07.2019)
natelhi gamkopos kalbatono upalma