რეზონანსი
(11.07.2019)

 (რეზონანსი) პროტესტის ნიშნად ბათუმში საინიციატივო ჯგუფმა „ბათუმი თავისუფლებისთვის", ვაჟა-ფშაველას ბიუსტს თვალი აუხვიეს წითელი ლენტით.

საქმე ისაა, რომ დღეს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე თავისი გამოსვლა ვაჟა-ფშაველას წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის" ციტატით დაიწყო.

ჯგუფმა თავის გვერდზე დონალდ ტუსკისადმი მიმართვის მოკლე ტექსტიც გამოაქვეყნა:

"ბატონო ტუსკი,

- საქართველოს მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას!

- ის სამ კვირაზე მეტია, უგუბელყოფს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე!

- ის ესვრის მშვიდობიან დემონსტრანტებს რეზინის ტყვიებს, ასახიჩრებს ახალგაზრდებს და სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას!

- საქართველოს მთავრობას არაფერი აქვს საერთო ვაჟა-ფშაველასთან, შოთა რუსთაველთან, სხვა ქართველ, პოლონელ, ფრანგ, გერმანელ მწერლებთან, განმანათლებლებთან!

- საქართველოს მთავრობას არ ესმის საკუთარი მოქალაქეების!

გახარია უნდა გადადგეს!"

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა" გაიხსნა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 10 წლის იუბილეს ეძღვნება.

ჩაწერა სახელი
usa Ge - lolu-ს (12.07.2019)
რას მიედმოედები ლოლუ. მეც არ გამიკვირდა რატომ გამიხმა ამ დილაადრიან ენა მეთქი. ეტყობა შენი წყევლის წყალობისთ ვეღარ ვმეტყველებ ამიტომაც გწერ. რამ ვერ გაიგე ჩემს კომენტარში? სეტქნტი ნაცქოცი თუ ხარ მაშინ გასაგებია რამაც გაგაცოფა.

lolu (11.07.2019)
უსა გეს! უსა ხარ თუ ვინცა ხარ დიახაც თავი დაანებე ვაჟა ფშაველას. შენ ენა და ვინც ვაჟას ძეგლს წითელი ძონძი შემოახვია გაუხმეს ხელ-ფეხი.

usa Ge (11.07.2019)
კომენტარის გაკეთება ვერ მოვასწარი რომ ვიღაც მანანა მეცა ფეისბუქიდან. მეტი არაა ჩემი მტერი ეგ მანანა რეალური პიროვნება იყოს. თუ არის, და ამხელა ქალი ამას კადრულობს, მაშნ მართლა დავღუპულვართ და ეგ არის

usa Ge (11.07.2019)
ეს არის სიბნელე, რომელსაც პოლიტიკური სექტანტობა ქვია. ნაცები ვერ გუობენ ვერაფერს ქართულს. უმარტივესსაც. რა გასაკვირია რომ ვაჟა-ფშაველას ვერ გაუგონ! საწყლები არიან, საწყლები