რეზონანსი
(11.07.2019)

 (რეზონანსი) მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან" ახლოს, გაზის მილის დაზიანების გამო, ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 13 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი ვერტმფრენით პოდოლსკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, დანარჩენს კი სასწრაფო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ცეცხლი გავრცელდა გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე.

ხანძარს 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი აქრობდა.

ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა.

ჩაწერა სახელი