რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) "მე თანაზიარი ვარ ყოველი ადამიანის სიხარულის (გამონაკლისი არც კახი კალაძის ბედნიერებაა), მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელიც მაღალი რანგის ჩინოვნიკმა არ უნდა გადალახოს", - ასე გამოეხმაურა "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე თბილისის მერის კახი კალაძის ჯვრისწერის ცერემონიალს და საზეიმო ვახშამს.

"ქვეყნაში, საზოგადოებაში ძალიან მძიმე ფონია, არის განცდა სერიოზული დაპირისპირებისა და იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ამ კარს მომდგარი პრობლემის მოგვარებით იყოს დაკავებული, გადასულია სიმდიდრის მოხვეჭასა და დემონსტრირებაზე. უყურებ "ოცნების" ჩინოვნიკების ზომაგადასულ კომფორტისა და ტკბილი ცხოვრებისადმი ლტოლვას, მაშინ როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვევითაა, ბავშვებს აკლიათ საჭმელი, მტვრისა და ჭუჭყისგან დაბინძურებულ დედაქალაში ნაგვის ბუნკერეთან დგას უსახლკაროთა რიგი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე მოწყალების მთხოვნელია ჩაცუცქული, ზაფხულის ხვატში მშობლებს შვილები ქალაქიდან ვერ გაყავთ უსახსრობის გამო და ამავე დროს, ქალაქის მთავარი საცურაო აუზები ნაგვისა და მეორადი ნაწილების საწყობად ქცეულა.

ამ ფონზე მძიმე სანახავი იყო მასმედიაში ბევრგან გაპიარებული თბილისის მოქმედი მერის კახი კალაძის ჯვრისწერის ზღვარგადასული ფუფუნებისა და სიმდიდრის დემონსტრირება. როდის მოეშვება კალაძე სამტრედიულ-მილანური სვეცკაობა?!", - აცხადებს გიგლა ბარამიძე.

ჩაწერა სახელი