რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამამ 32 წლის ორსულ შვილზე ფიზიკურად იძალადა. ნაცემი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ნაყოფის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ქალი გურჯაანში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის არც სამსახურში გასულა და არც მეგობრებთან გადიოდა კონტაქტზე.

მომხდარზე გამოძიება 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორსული ქალის მიმართ ძალადობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, მამის მიმართ გამოცემულია შემაკავებული ორდერი.

 

ჩაწერა სახელი
temo (17.06.2019)
yvela ubedureba kaxetshi xdeba ,ra chirs am xalxhs