რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) ახალი დეტალი ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ირგვლივ, რომელმაც შესაძლოა გამოძიება თავდაყირა დააყენოს.

როგორც ირკვევა, დანაშაულის იარაღზე ბრალდებულ ომარ გამყრელიძის დნმ არ აღმოჩნდა.

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის შემდეგ ორი პირია დაკავებული - 85 წლის მოხუცი, რომელსაც გამოძიება რძლის და ორი ნათესავის მკვლელობას, ასევე მეუღლის დაჭრას ედავება, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა.

გარდა ამისა დაკავებულია, ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც. მას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა-ტარებას ედავება.

ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე იძებნება 85 წლის მოხუცის შვილი, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია.

ჩაწერა სახელი