რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით ხალხს აჯანყების უფლება აქვს, თუმცა მისი თქმით, აჯანყებისთვის ჯერ არავინ ემზადება.

როგორც კვიციანმა განაცხადა, იმისთვის, რომ საზოგადოებრივ დაჯგუფებებში სპეცსამსახურებმა ჯაშუშები არ შეაპარონ, ფიცია საჭირო.

კითხვაზე რას გულისხმობდა აჯანყებაში, კვიციანმა უპასუხა, რომ აჯანყებისთვის ჯერ არავინ არ ემზადება.

„აქ არის პროტესტი, რომელიც გამოვხატეთ და დავით გარეჯს ეხებოდა. ახლა ხალხი ითხოვს, „პრაიდს" ნუ ჩაატარებენ. ერთხელ ღალატი, მეორედ ღალატი. ვინ ღალატობს? - ხელისუფლება. დემოკრატია რას ნიშნავს, ხალხის მმართველობა არის თუ არა? - უმრავლესობას რაც უნდა, ის უნდა გაკეთდეს. ვერ ითვლით, რამდენი ადამიანი იყო მოსული? თქვენ ამას არ აშუქებთ, რადგან ალბათ, სოროსი დანფინანსდებით", - განაცხადა კვიციანმა.

მისივე მტკიცებით, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლა არავის უხსენებია, მათ შორის არც ლევან ვასაძეს.

„ლევან ვასაძეს არ ვიცნობ, მაინტერესებდა და მას მოვუსმინე. ჩვენი მიზანია, ქალაქი სიბილწის განდავიცვათ. ტიტველი უკანალებისა და გეიპარადების ჩვენება მიზანშეწონილი არ არის. თუ კონსტიტუციას კითხულობთ, კარგად წაიკითხოთ. ლევან ვასაძემ კომბალი სიტყვის მასალად გამოიყენა. თუ თავს დაგვესხმებიან, იმ შემთხვევაში თავს კომბლებით დავიცავო. კომბალი რად მინდა? - მე არ მჭირდება. კომბალი არასოდეს მკავებია, 14 წელია იარაღი არ დამიჭერია ხელში, მეომარ კაცს. საქართველოში როცა ვარ, არც კომბალი მჭირდება და არც იარაღი", - აღნიშნა კვიციანმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ამასთან, აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ჩაწერა სახელი