რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) თეთნულდზე 58 წლის ჩეხი მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც ერთ-ერთი კაცი სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც დაიღუპა.

მთამსვლელები "მესტიის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს" დაუკავშირდნენ, მაშველებმა კი თბილისიდან ვერტმფრენი გამოიძახეს.

დაღუპული ჩეხი ტურისტი მესტიაში დღეს გადაასვენეს.

ჩაწერა სახელი