რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) ზუგდიდის ცენტრში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე, სამართალდამცავებმა 56 წლის ქალი, დაახლოებით, ერთი საათის წინ დააკავეს.

„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, ოჯახში, კონკრეტულად კი, შვილზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

შს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ჩაწერა სახელი