რეზონანსი
(13.06.2019)

 (რეზონანსი) 4 წლის წინ 13 ივნისის ტრაგედიას შეწირულ ხობელ  დებს ინდირა და ლიზი ზარანდიებს დღეს ბევრი ადამიანი იხსენებს, მათ შორის ახლობლები და ნაცნობები:

"გადის 4 წელი... ადამიანი ყველაფერს ეგუება, რეალობას ეჩვევა , იღიმის, ხუმრობს ... მაგრამ როცა თქვენ ახსენდებით წამიერად ყველაფერი ცივდება... იმაზე ფიქრი თუ რა განვიცადეთ 4 წლის წინ ჩვენ და თქვენ არის საშინელება საშინელი რეალობა... ფიქრი უსასრულო და მარადიულ ცხოვრებასზე... ალბათ იქ ყველაზე კარგად ხართ... თქვენი წასვლის მერე ჩვენი ქუჩა გახდა სხვანაირი თითქოს ყველას თვალებში დღესაც არის თქვნი წასვლით გამოწვეული სევდა.. თქვენ არასოდეს არავის დაავიწყდებით... ჩვენ მოვუყვებით ჩვენი ქუჩის მომავალ თაობას თუ როგორი უსაყვარლესი გოგოები წახვედით ჩვენგან უსასრულობაში... ოდესმე ყველა ერთად შევიკრიბებით მე მჯერა ამის.... მიყვარხართ ძალიან.... ნათელში განისვენეთ." -ჯაბა თოლორდავა

 

ჩაწერა სახელი