რეზონანსი
(12.06.2019)

 (რეზონანსი) ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ერთი მათგანი განზრახ მკვლელობისთვის არის დაკავებული, ორი კი ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისთვის.

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი დღეს იპოვეს. მამაკაცი სავარაუდოდ ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.

(1ტვ)

ჩაწერა სახელი