რეზონანსი
(12.06.2019)

 (რეზონანსი) საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 86%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს. 

დევნილებისა და აპატრიდების დაცვის სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში, საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 86%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (3548 მოთხოვნა). 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების 1898 მოთხოვნა დაფიქსირდა. 

ჩაწერა სახელი