რეზონანსი
(12.06.2019)

 (რეზონანსი) მოსკოვის ცენტრში, სადაც ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი დააკავეს.Meduza-ს ინფორმაციით, 200-ზე მეტი პირია დაკავებული. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ხელკეტი და წყალი გამოიყენეს.

პოლიციამ ასევე ნავალნისთან ერთად დააკავა კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მენეჯერი რუსლან შავედინოვიც. 

2011 წლის შემდეგ ნავალნი ადმინისტრაციული წესით 10-ჯერ ჰყავთ დაკავებული.  მიტინგის მოწყობის შესახებ კანონის განმეორებით დარღვევისთვის ნავალნის 30 დღემდე პატიმრობა ემუქრება.

ჩაწერა სახელი