რეზონანსი
(16.05.2019)

 ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, წითელათი ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამის სიაში პირველ პოზიციებს საქართველო და უკრაინა იკავებენ.

როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიაში შემავალ ქვეყნებში სტუმრობისას წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა და მათი 70% აუცრელ ბავშვებზე მოდის.

საქართველოს და უკრაინის გარდა, სიაში მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერიის რესპუბლიკა ფიგურირებენ.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობით საქართველო პირველ ათეულშია. ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გამო გარდაცვალების შემთხვევებმა მსოფლიოში ყოველწლიურად 110 000-ს მიაღწია.

accentnews.ge

ჩაწერა სახელი
მედეა (16.05.2019)
გული გამისკდა სათაურის წაკითხვისას. თურმე წითელას გამო ურჩევენ აქ მოგზაურობისგან თავშეკავებას,დაგეწერათ თქვე კაიდედმამისშვილებო ის ერთი სიტყვაც სათაურში და არ დავიზაფრებოდი ასე! "რეზონანსი" ბოიკოტის ღირსია.სულ უარყოფითი ინფორმაციის მოწოდებაზე არიან მომართულნი-- ზაფრაში უნდათ ქართველი ხალხის ჩაგდება და ახერხებენ კიდეც.კ ა რ გ ი არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე? მოგვიყევით კარგზე, აგვარიდეთ შოკი, დაგვამშვიდეთ და დაგვაიმედეთ არ ი ქ ც ე ვ ა ქვეყანა, არც დაიქცევა და სულ წინ ვივლით მტრებზე გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ უ ნ ი. ნუ წაიშინეთ ხელები თავში, გაანძრიეთ ტვინი, ი მ ე დ ი ა ნ ა დ შეხედეთ ცხოვრებას, წასულებო--დაბრუნდით მამა-პაპის ოჯახში, გაამრავლეთ ცხვარი და ძროხა, მოიყვანეთ სიმინდი და ხორბალი, გაანადგურეთ ფაროსანა, შექმენით დ ო ვ ლ ა თ ი და გაახარეთ ჩვენი გული!