რეზონანსი
(16.05.2019)

 საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 29 წლის ქართველი ქალი საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი  მედია იუწყება, რომ ორი მცირეწლოვანი შვილის დედა, სავარაუდოდ, გაგუდეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ გარდაცვალებამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რადგან სახლში ჩხუბის კვალი იყო და გარდაცვლილს ყელზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ბერძნულ მედიასთან გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან, სადაც ცხედარი იპოვეს, ქალისა და მამაკაცის  ჩხუბის  ხმა გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქართველი გოგო საკუთარმა პარტნიორმა მოკლა.

პოლიცია ფიქრობს,  რომ ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

ჩაწერა სახელი