რეზონანსი
(12.02.2019)

 რესტორან “სტეიკ ჰაუსის” მფლობელმა შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ხმაურის შესახებ რეგულაცია არ მუშაობს და მხოლოდ ფურცელზე არსებობს. მისი თქმით, პროექტი დაკოპირებულია უცხო ქვეყნების გამოცდილებიდან და ქართულ რეალობას არ შეესაბამება. 

"ცოტა მოუმზადებელი შევხდით ამ რეგულაციას და ვფიქრობ, ძალიან დიდია ბიუროკრატიული მხარე ამ კანონის აღსრულების პროცესში. ბევრი ნიუანსია: საპატრულოს გამოძახება, ახლა ეს გადაეცა მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს, მან უნდა დაადგინოს იყო თუ არა ხმაური: უნდა ჩაიკეტოს კარი და ოთახში უნდა შევიდეს მხოლოდ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, მან უნდა განსაზღვროს საიდან მოდის ხმაური და არის თუ არა განსაზღვრულ ნორმებს მიღმა", - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ჩაწერა სახელი