რეზონანსი
(12.02.2019)

 თბილისში ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს #42 მუნიციპალური ავტობუსი და კერძო სამარშუტო ტაქსი შეეჯახა. თვითმხილველების თქმით, კერძო სამარშუტო ტაქსი, ავტობუსის გზაზე გახსნილი საბარგულით იდგა.

 როგორც თვითმხილველებმა „ნიუპოსტს“ განუცხადეს, შეჯახების შედეგად დაშავდა 2 ქალი, ერთ მცირეწლოვანს კი მსუბუქი დაზიანება სახეზე აქვს მიღებული. ადგილზე მისულია სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.

ჩაწერა სახელი