რეზონანსი
(12.02.2019)

 (რეზონანსი) ნორვეგიაში, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმის დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ქურდობის ფაქტზე დაკავებულები არიან გრიგოლ აბრალავა, რომელიც დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა და კიდევ ერთი პირი, გვარად კიკნაძე.

შსს-ში ამბობენ, რომ უწყება ამ ეტაპზე ნორვეგიიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღებას ელოდება. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებულებს ქურდობას ედავებიან.

ჩაწერა სახელი