რეზონანსი
(12.02.2019)

 (რეზონანსი) "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის, ცოლის ძმა გრიგოლ აბრალავა ნორვეგიაში, სავარაუდოდ, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული.

როგორც დაკავებულის მამა ანზორ აბრალავა, აცხადებს, მისი შვილი არა ნორვეგიაში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.

„უფასო შვებულება აიღო, როგორც მე ვიცი და წავიდა. ერთი თვის წასულია. პირად საქმეზეა წასული. არა აქვს უფლება, წავიდეს? თქვენ რაზე ხართ გამოსული დღეს აქ? ეგრე საქმეზე წავიდა ისიც. თუ გვარამიას შეუთანხმოს? თქვენ პროკურორი ხართ და თქვენ იცით ყველაფერი? მე კანონმორჩილი კაცი ვარ და არ ვიცი, რა ხდება. არის უცხო ქვეყანაში, რა მოხდა, არ ვიცი. მითხრეს, რომ არის ნორვეგიაში. მე ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში ან გერმანიაში. ახლა სავიზო რეჟიმი იძლევა საშუალებას, რომ იმოძრაოს. თქვენ უკრძალავთ?

მესმის, თქვენ ამას არ გაუშვებთ, ამოჭრით, მაგრამ გეუბნებით, წავიდა, სააკაშვილი აინტერესებდა, როგორ არის. ის კოსტუმი ძალიან პატარა ჰქონდა და თქვა, მეცოდება, იქნება, კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვოო. ნორვეგიაში შეიძლება, იყოს კარგი კოსტუმიო. სერიოზულად გეუბნები," - განაცხადა ანზორ აბრალავამ "რუსთავი 2"- თან.

ჩაწერა სახელი