რეზონანსი
(12.01.2019)

 ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ასტროლოგიის სჯერა და იოგათია გატაცებული.

"ერთხელ ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, რომ ეზოთერიკული ასტროლოგია უდიდესი მეცნიერებაა და პატივს ვცემო…

თავად ყოფილი პრემიერი იოგით არის დაინტერესებული. სახსრებთან, ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და იოგა ძალიან დაეხმარა…

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფენ-შუის სპეციალისტთან თანამშრომლობს. ამას მისი ხეების გადარგვით გატაცება მაფიქრებინებს. ხეს, მით უფრო ძველ ხეს, საკმაოდ ძლიერი ენერგია აქვს, სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ერთ-ერთი ხე რომ გადარგო, ფენ-შუის წესით მის გვერდით აუცილებლად უნდა დაერგო თეთრი მაგნოლია და ასეც მოიქცა. თუმცა არის ერთი გაურკვევლობა: ფენ-შუის სპეციალისტს მისთვის უნდა ეთქვა, რომ 2018 და 2019-ში წლებში ხეების გადარგვა საერთოდ არ შეიძლებოდა…" - ამბობს ცაგარელი.

(გზა)

ჩაწერა სახელი