რეზონანსი
(12.01.2019)

 ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, თბილისის აფთიაქებში უკვე განაწილებულია „ტამიფლუს“ რაოდენობა, ხოლო რეგიონებში ხვალ 12 საათიდან დაიწყება აქტიური მუშაობა. „იქ სადაც აფთიაქებში ვერ მივლენ დროულად, ხვალიდან რაიონული ჯანდაცვის ცენტრებში შეივსება მარაგები“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის თქმით, „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემის ინიციატივა არავის ხარჯზე არ აისახება. „ჩვეულებრივ ეს ავადობა გვიჯდება პლიუს 10 მილიონი ლარი ყოველ წელს, რადგან "ტამიფლუ" გავაფართოვეთ, დანახარჯები, სავარაუდოდ, გაიზრდება 10%-ით. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა არ სჭირდებაა. დანახარჯი ბიუჯეტის ნაწილია“, - უთხრა "ქრონიკას" სერგეენკომ.

ჩაწერა სახელი