რეზონანსი
(12.01.2019)

 პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, საცხობში მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. აფეთქებას ორი მეხანძრის გარდა, ერთი ქალიც ემსხვეპრლა, რომელიც ესპანეთის მოქალაქეა.

აფეთქების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

საფრანგეთის დედაქალაქში აფეთქება დღეს ადგილობრივი დროით 09:00 საათზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

აფეთქებამ საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები დააზიანა.

ჩაწერა სახელი