რეზონანსი
(12.01.2019)

 (რეზონანსი) სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით, 26 წლის ქალი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის ნამდვილად H1N1-ის ვირუსს უკავშირდება თუ არა ახალგაზრდის გარდაცვალება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის.

„სინჯი აღებული არ არის, როგორც ამბობენ, კლინიკურად იყო გრიპის ნიშნები, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურება არ არის, რადგან სინჯი არ არის აღებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ "აიპიენთან".

როგორც ირკვევა, გარდაცვალებამდე ქალს რამდენიმე დღით ადრე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

„ახალგაზრდა ქალი გუშინ გარდაიცვალა. მას ერთი კვირის წინ საკეისრო კვეთა კლინიკა „ბაიებში" ჩაუტარდა. გაწერილი პაციენტი შემდეგ მიბრუნდა დამძიმებულ მდგომარეობაში, დაბალი ჰემოგლობინით და გამოკვლევებზე გამოუშვეს ღუდუშაურში. თუმცა, ძალიან მძიმედ იყო და სამწუხაროდ, შემოყვანიდან ძალიან მალე გარდაიცვალა. ჩვენს კლინიკაში არც იწვა, მიმღებში გარდაიცვალა", - ამბობენ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურში "ინტერპრესნიუსთან".

ჩაწერა სახელი