რეზონანსი
(12.01.2019)

 (რეზონანსი) პარიზში აფეთქებისას საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ შეტყობინება საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში ამ დროისთვის არ არის შესული, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს.

პარიზში, რუა დე ტრევიზის ქუჩაზე დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება საცხობში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია, რის შემდეგაც შენობას ცეცხლი მოეკიდა. შემთხვევის შედეგად, დაზიანდა საცხობთან ახლოს მდგომი რამდენიმე ავტომობილი და მიმდებარე შენობები.

ჩაწერა სახელი