რეზონანსი
(12.01.2019)

 (რეზონანსი) მმართველი გუნდის დეპუტატმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს, უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები.

ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა 10-კაციანი სია, რასაც "ქართულ ოცნებაში" დაპირისპრეიბა მოჰყვა, საკანონმდებლო ორგანოს მიერ არ დამტკიცდება.

„მე არ ვიცი, საბჭოს რა ჰგონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში - მათი წარმოდგენილი 10-კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ," - წერს თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქზე.

ჩაწერა სახელი