რეზონანსი
(12.01.2019)

 (რეზონანსი) გორში, შინდისის გზატკეცილზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.

თვითმხილველების თქმით, მოპარულია მაღაზიის სათვალთვალო კამერები.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ამ წუთებშიც მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, სიგარეტი და თანხაა წაღებული.

გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ჩაწერა სახელი