რეზონანსი
(12.01.2019)

 (რეზონანსი) პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას ეხმაურება და აცხადებს, რომ „სალომე ზურაბიშვილი უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად".

ზურაბიშვილის გუშინდელი გამოსვლა ხუხაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ქვეყანაზე პასუხისმგებლობას თავს არიდებს. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი გარკვეული საკითხებით "თამაშობს".

„ამბობს, რომ არანაირი სახელმწიფოებრივი თემები მას არ ეხება, მაგრამ იქ, სადაც თვლის, რომ მას შეეხნენ, იქ მზად არის, რომ შემზღუდველი ღონისძიებების გატარებაში მიიღოს მონაწილეობა. პრიორიტეტები მისი არის უფრო პირადი. ის არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაზე, შემოსავალსაც არ აიღებს, უფრო ფრანგ პენსიონერად გრძნობს თავს, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტად. მან, ერთი მხრივ, ხელები დაიბანა, მაგრამ თქვა, რომ სათამაშოდ მას რაღაც საკითხები სჭირდება და ამ საკითხებით ითამაშებს. ითამაშებს სიტყვის თავისუფლების თემით, ითამაშებს იმით, რომ თითქოს, ის ხალხის არჩეული პრეზიდენტია. ანუ იპოვა კარგი სათამაშო - პრეზიდენტის კაბინეტი," - განაცხადა ხუხაშვილმა.

ჩაწერა სახელი