რეზონანსი
(27.11.2018)

 სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ გორჯესტანი (გუგუშვილი) 22 წლის ასაკში რომში გაიცნო. სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავთ. ნიკოლოზ გორჯესტანი ბოლოს საქართველოში გასულ ზაფხულს იმყოფებოდა.

მისი თბილისში ჩამოსვლის მიზეზი, ვაჟის, თეიმურაზ გორჯესტანის ქორწინება გახლდათ. პრეზიდენტობის კანდიდატის ვაჟმა ქორწილი ყაზბეგში გადაიხადა.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბიშვილი იხსენებს, ქმართან დაშორების გადაწყვეტილება სხვადასხვა ინტერესის გამო მიიღო.

„ჩემს ქმარს სხვანაირი ცხოვრებისეული ხედვა ჰქონდა, განსხვავებული მეგობრები გვყავდა. ის, რამაც ერთ დროს დაგვაახლოვა, ვხედავდი, რომ აღარ გვაერთიანებდა. ბავშვებიც ვერ შველოდა ჩვენს კავშირს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ორი პატარა ბავშვით ხელში, ვენაში ჩავედი. ამ დროს ქმართან თითქმის გაყრილი ვიყავი. აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი, მაგრამ რთული ეტაპი. რა თქმა უნდა, ვგრძნობდი, რომ ჩემი მარტოობა არ ჰგავდა რომში გატარებული უდარდელი ახალგაზრდობის წლებს. ეს არჩევანი თვითონ გავაკეთე, და სულ ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა.

თითქოს ბანალური ისტორიაა, მაგრამ ტრადიციებისადმი ჩემი ერთგულების გამო, შევეცადე, მებრძოლა და გადამერჩინა ის, რაც ყოველთვის მთავარ მოვალეობად მიმაჩნია. ვგრძნობდი, რომ ყოველდღიური ყოფა თავისი ჭირითა და ლხინით, გართობით, მოგზაურობით აღარ მყოფნიდა. მინდოდა, რაღაც განსხვავებული, რაც წინ წამწევდა და რაც მას, ალბათ, არ ესმოდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა ბავშვებისთვის, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი მშობლების დაშორების მიზეზი ჩემი ახალ დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშვნა იყო. განუწყვეტლივ იმაზე ვფიქრობდი, როგორ წარმემართა ჩემი ცხოვრება, რომ ზედაპირული არ გამხდარიყო", - იხსენებს ზურაბიშვილი.

სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილს ყოფილი ქმრის ნათესავებთან ახლო ურთიერთობა აქვს, რაც მათ სოციალურ გვერდებზეც ჩანს.

(რეიტინგი)

ჩაწერა სახელი