რეზონანსი
(09.11.2018)

 (რეზონანსი) აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ის უახლოეს მომავალში შეიქმნება.

როგორც ხუხაშვილ ამბობს, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში თავად აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში მიდის. მისი თქმით, მისი ინტერესი რამე თანამდებობის დაკავება არ არის.

"აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ასეთი ცენტრების შექმნა სასცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ამას ყველანაირად შევუწყობ ხელს. ეს არის განაცხადი. რა, როდის იქნება, რა ფორმით იქნება და ვინ იქნება, ვფიქრობ, ამაზე საუბარი ადრეა. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, უბრალოდ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას ხელს შევუწყობ, თუმცა რა ფორმით შევუწყობ, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ამას მომავალი აჩვენებს. მარტივად ვიტყვი, მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი. რაღაც პროცესები დაიწყება და მე ამ პროცესებს მივეხმარები, ვინიდან ეს აუცილებელია", - განაცხადა ხუხაშვილმა "ინტერპრესნიუსთან".

 

ჩაწერა სახელი