რეზონანსი
(09.11.2018)

 სოციალურ ქსელში რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღიარებს,  რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებები დაიწყო, მალევე აიღეს. ასობით ფეისბუქმომხმარებელს, რომელმაც ვიდეო გააზიარა გაუჩნდა კითხვა - სად გაქრა სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება. 

 ვიდეოს ნახვა სოციალურ ქსელში ამ დრომდე შესაძლებელია, რადგან უამრავი გაზიარება აქვს. 

"ზუსტად 10 წუთის წინ, ჩემი მეგობრისგან (სოფო ხორგუანი) გავაზიარე ვიდეო, სადაც სააკაშვილი 2008 წლის ომზე ამბობს: „დიახ, ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხივალში, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ეს იყო რთული გადაწყვეტილება..." კაბინეტში, ოროსანი ბავშვივით უზის კახა ლომაია და მის გვერდით, ღრიღორი ("შტაბკვაწირა!") ომიდან დიდი ხანი არ უნდა იყოს გასული! 

ეს ვიდეო, გაზიარებიდან, ზუსტად 5 წუთში წაიშალა, გაქრა ჩემი კედლიდან! იგივე სტატუსი ედო სოფოსაც! 

რას ერჩი, "ოპერატიულად მუშაობენ" ღრიღორის "შტაბკვარწირაში"! იციან მუშაობა "კომუნისტურ პარტიაში"! - წერს შორენა სიხარულიძე. 

„ცოტა ხნის უკან დავდე სტატუსი სადაც მიშა ყვებოდა, რატომ და როგორ დაიწყო ომი, მაგრამ ცოტა ხანში გაქრა. მარტო ვიდეო რომ გამქრალიყო, ვიფიქრებდი, იმ წყარომ გააქრო ვისგანაც "გავაშეარე", მაგრამ მთლიანად სტატუსი გაქრა", - წერს ქიბარ ხალვაში.

"პრაიმტაიმი"

ჩაწერა სახელი
Kakha (10.11.2018)
რას ეძებენ და რა აინტერესებთ ამ ხალხს..ეგრეც რო იყოს რა არის მანდ ისეთი ??აბა აიღე რუსეთის მიწა და მერე ვნახოთ ნამდვილი ომი როგორი იქნება...მართალიც რო იყოს უნდა ვმალავდეთ და არამცუ მსოფლიოს გავაგებინოთ..მე თვითონ მაქვს სოფელი საზღვართან (ზემო ხვითი) და კარგად ვიცი რაც ხდებოდა და ...

ზურაბ (09.11.2018)
მოკლედ ძალიან სასაცილოდ გამოიყურებით..1. საქართველო თავის ტერიტორიაზედ, რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებდა. 2. თუ თავის ტერიტორიაზედ ომი გამოუცხადა რუსეთს, ესე იგი რუსეთი შემოვიდა დაუკითხავად. 3. თუ საქართველომ დაარღვია რაიმე შეთანხმება ან, შეავიწროვა რუსი"მშვიდობის დამცველთა" უფლებები, მაშინ რუსეთს უნდა ეჩივლა საქართველოსათვის გაეროში. ვინაიდან, ისინი გაეროს მანდატით მოქმედებდნენ და არა რუსეთის. 4. საქმე იმაშია რომ სააკაშვილმა დააგვიანა. როგორც კი დაიწყეს სეპარატისტებმა სროლა ქართული სოფლების მიმართ, მაშინვე უნდა შეეყვანა ჯარები და დაეკეტა როკის გვირაბი. 5. მან, ყველაფერი გააკეთა სამართლებრივ ჩარჩოებში. წაგება, სამხედრო შტაბის ბრალია და ამასთანავე, ჯარის მებრძოლი ბირთვი ამ დროს იმყოფებოდა ერაყში...