რეზონანსი
(09.11.2018)

 (რეზონანსი) ფაქტია, რომ ეკა ბესელია ხალხს აღიზიანებს და უფრო ნეგატივია „ქართული ოცნებისთვის", ვიდრე პოზიტივი, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ განაცხადა.

როგორც შარაშენიძე ამბობს, საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა თანამდებობაზე იქნება ეკა ბესელია.

„მგონი, არაფერს არ ნიშნავს საქართველოს რიგითი მოქალაქეებისთვის, სად იქნება ბესელია პარლამენტში. ჩემთვის ეს მეორე კი არა, მესამეხარისხოვანია. თუ ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო იშვიათად გამოჩნდება, შესაძლოა, უფრო ჭკვიანური ნაბიჯი იყოს, რადგან ფაქტია, რომ ბესელია ხალხს აღიზიანებს და ეს გაღიზიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ბესელია არის გამაღიზიანებელი და უფრო ნეგატივია „ოცნებისთვის", ვიდრე პოზიტივი", - განაცხადა შარაშენიძემ "ინტერპრესნიუსთან",

ეკა ბესელიამ, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. მის შემცვლელად დეპუტატი ანრი ოხანაშვილი განიხილება.

 

ჩაწერა სახელი