რეზონანსი
(12.10.2018)

 ათენში გარდაცვლილი 23 წლის სოფო წიკლაური ოჯახის წევრები მომხდარ ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებენ. გარდაცვლილი გოგონას ბაბუა აღნიშნავს, რომ არავინ იცის რა მოხდა. ავთო წიკლაური აცხადებს, რომ უცხო ადამიანი იმ სახლს, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა, ვერ მიაგნებდა:

„ნახეს, კარები დაკეტილია, ვერ ხსნიან კარებს, ადგნენ და შეანგრიეს კარი მეზობლებმა, შევიდნენ და ნახეს სიტუაცია, იატაკზე გდია ბავშვი მკვდარი, შვილი კიდევ ლოგინშია, სძინავს იმას, ფაქტობრივად, გათიშული ჰყავდა... არავინ არ ვიცით, იქ რა მოხდა, რატომ აწამეს. 

თუ ვინმეს ჯავრი ჰქონდა იმის მეუღლის რამე, შეიძლება ამის გამო იყარეს, რომ ის დაკავებული იყო. იმის ამხანაგები, ძმაკაცები ხომ ჰყავდა იმ ბიჭს იქ, შეიძლება ვინმესთან რამე ჰქონდა, უცხო არ იქნებოდა, უცხო იმ სახლს ვერ მიაგნებდა, ის არის ვინც იცოდა სად ცხოვრობდა. სოფო მარტო იყო თუ არ იყო მარტო, ეს იცოდა იმან,“ - ამბობს ავთო წიკლაური.

ჩაწერა სახელი