რეზონანსი
(12.10.2018)

 ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრენსონი თურქეთის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

იგი თურქეთში 2016 წლის ოქტომბერში დააკავეს. თურქეთის ხელისუფლება მას ფეთჰულა გიულენთან კავშირსა და 2016 წელს მომხდარ არშემდაგარ სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობას სდებდა ბრალს. ინფ

პასტორ ენდრიუ ბრენსონის დაკავების გამო, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა. აშშ-მა თურქეთს პასტორის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა. თურქული მხარე ბრენსონის ფეთჰულა გიულენში გაცვლას ითხოვდა. საბოლოოდ, აშშ-მა თურქეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებს და ქვეყანასაც რიგი სანქციები დაუწესა. 

ამან თურქეთში კატასტროფული დევალვაცია და ინფლაცია გამოიწვია, რამაც ქვეყამა ეკონომიკური კოლაფსის წინაში დააყენა. საბოლოოდ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ერდოღანმა წნეხს და მზარდი უკმაყოფილების შიშს ვერ გაუძლო და ამერიკელი პასტორი სასამართლოს მეშვეობით გაათავისუფლა.

ჩაწერა სახელი